მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა - ოლივერ ვარჰეი

საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა – ოლივერ ვარჰეი

Published on

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა.

ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დარჩენილ დროში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს, რადგან სტატუსის მიღება სწორედ 12 პუნქტის შესრულებაზეა დამოკიდებული.

“საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ანგარიში ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ. რასაც ვხედავთ ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება. ვფიქრობ, ნათელია, რა ვითარებაა საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა. ვიმედოვნებ, საქართველო შეასრულებს პირობებს და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – ამბობს ვარჰეი.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...