მთავარისიახლეებისაქართველოში პოლარიზაციას უცხოური აგენტურა აღვივებს - კობახიძე

საქართველოში პოლარიზაციას უცხოური აგენტურა აღვივებს – კობახიძე

Published on

ჯოზეფ ბორელის მწვავე გზავნილების მიუხედავად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულება მათზე დამოკიდებული არ არის. ირაკლი კობახიძე ხელს ისევ ოპოზიციასა და მესამე სექტორისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციას “უცხოელი აგენტები” აღრმავებენ. “ოცნების” ლიერი ირწმუნება, რომ პოლარიზაციას არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა იწვევს.

დეპოლარიზაცია არის, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ამოცანა. რეკომენდაციის შესრულება არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“ , ხელისუფლებაზე. იცით, რომ ხანგრძლივი ისტორია აქვს ამ ყველაფერს და მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა, შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს საქართელოსი, მანამდე პოლარიზაცია იქნება. ვგულისხმობ, შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ენჯეობს, მედიასაშუალებებს. ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვივებენ ქვეყანაში პოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მთავარი პატრონებისგან. პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, – ამბობს კობახიძე.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...