მთავარისიახლეებისალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. აუდიენცია 16:00 საათზეა ჩანიშნული.

რა თემას განიხილავს ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსთან უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ საუბარი შეეხება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო კონსულტაციების ოპოზიციასთან ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ის უკვე შეხვდა “ლელოს” წევრ სალომე სამადაშვილს, დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და “საქართველოსთვის” წევრ ანა ბუჩუკურს, ასევე ენმ-ის დეპუტატ ანი წითლიძესა და “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს.

ოპოზიციონერების განცხადებით, პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...