იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია- ბორელი

0
173

“ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი შეასრულა [ევროკომისიის რეკომენდაციები], მაგრამ დანარჩენ ცხრაზე, საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს. საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა.

იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი“,- წერს ბორელი. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

წინა სტატიაბალდის მოსახლეობა მარტვილის კანიონის 20 წლით გასხვისებას აპროტესტებს
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა 1 კვირით შეიზღუდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური