უკრაინის ეროვნულ გმირს ოლექსანდრ მაციევსკის, რომელიც საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას, ოკუპანტებმა შეძახილისთვის: “დიდება უკრაინას!” დახვრიტეს, თბილისში ძეგლი დაუდგეს.
მაციევსკის სკულპტურის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია “უკრინფორმმა” გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, სკულპტურა მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე, აკაკი წილოსანის თმის გადანერგვის ინსტიტუტის ეზოშია დადგმული.
