მთავარისიახლეებისაზოგადოებადაკავებულია ქალი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკებს სამალავში ათავსებდა

დაკავებულია ქალი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკებს სამალავში ათავსებდა

Published on

დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს ე.წ. დადების პრინციპით სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

„მან ცხრა ლოკაციაზე განათავსა სვეტიცხოვლის ეზოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ეს ჯგუფი. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია რამდენიმე, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი“, – განაცხადა კუპატაძემ.

დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს რამდენიმე ლოკაციაზე. ამ დროისთვის დაკავებულია 10 პირი, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაიზრდება.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...