მთავარისიახლეები"არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს" - კობახიძე ვერ პასუხობს კითხვას, საიდან აქვს...

“არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს” – კობახიძე ვერ პასუხობს კითხვას, საიდან აქვს პენსიონერ ღარიბაშვილს ჩარტერის ფული

Published on

“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე ვერ პასუხობს შეკითხვას, საიდან აქვს ღარიბაშვილს პენსიონერ მამას, ჩარტერული რეისის დაქირავების საშუალება. კობახიძე ამ კონტექსტში ისევ წინა ხელისუფლებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი თავის ხარჯებსაც და შემოსავლებსაც დეკლარაციაში ასახავს და მისივე თქმით, ყველაფერი კანონიერია:

“ჩემი პრეროგატივა არ არის ამის თქმა, ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან როცა დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი არ აქვს პრემიერს, ყველაფერი არის სუფთა განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც სპეკულირებს ამ თემით” ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, სდსს-ს ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ დღეს განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილს მიუნხენამდე ჩარტერული რეისის ფული პენსიონერმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...