მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიცია მაღალჩინოსნების სიას ითხოვს, ვინც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე შეტყობინება მიიღო

ოპოზიცია მაღალჩინოსნების სიას ითხოვს, ვინც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე შეტყობინება მიიღო

Published on

ოპოზიცია მოითხოვს გამოქვეყნდეს იმ მაღალჩინოსნების სია, ვინც შოვის ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გარემოს დაცვის სააგენტოდან საფრთხის შესახებ შეტყობინება მიიღო.

დასადგენია, ვინ გამოიჩინა გულგრილობა, რამაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გარემოს დაცვის კომიტეტი პარლამენტში პირველად შეიკრიბა, თუმცა შოვის ნაცვლად დეპუტატებმა საავტომობილო ტრანსპორტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რასაც სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

პარტია “ლელოს” წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს ჰქონდა კითხვები და ამბობდა, რომ საჭირო იყო სწორედ შოვის ტრაგედიას დასთმობოდა უფრო მეტი ყურადღება, კომიტეტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მომდევნო პერიოდში იგეგმება გარემოსდაცვის ეროვნული სააგენტოს მოსმენა. დარბაზში იყო მინისტრ ლევან დავითაშვილის მოადგილეც.

ამ კომიტეტის პასუხისმგებლობის საკითხია, გარკვევა იმაში, რაც მოხდა. საჯარო სივრცეში გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაზე, ამაზე რეაგირება როგორი იყო თუ არ იყო. ამ კომიტეტის დღის წესრიგში დღეს თუ არა უახლოეს სხდომებზე ჩვენ უნდა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები დავიბაროთ”, – ამბობს პარტია “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია, რა ბედი ეწევა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით რა კითხვებიც არსებობს საზოგადოებაში ოპოზიციას შეეძლება გააჟღეროს სხდომათა დარბაზში.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...