მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიცია მაღალჩინოსნების სიას ითხოვს, ვინც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე შეტყობინება მიიღო

ოპოზიცია მაღალჩინოსნების სიას ითხოვს, ვინც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე შეტყობინება მიიღო

Published on

ოპოზიცია მოითხოვს გამოქვეყნდეს იმ მაღალჩინოსნების სია, ვინც შოვის ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გარემოს დაცვის სააგენტოდან საფრთხის შესახებ შეტყობინება მიიღო.

დასადგენია, ვინ გამოიჩინა გულგრილობა, რამაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გარემოს დაცვის კომიტეტი პარლამენტში პირველად შეიკრიბა, თუმცა შოვის ნაცვლად დეპუტატებმა საავტომობილო ტრანსპორტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რასაც სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

პარტია “ლელოს” წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს ჰქონდა კითხვები და ამბობდა, რომ საჭირო იყო სწორედ შოვის ტრაგედიას დასთმობოდა უფრო მეტი ყურადღება, კომიტეტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მომდევნო პერიოდში იგეგმება გარემოსდაცვის ეროვნული სააგენტოს მოსმენა. დარბაზში იყო მინისტრ ლევან დავითაშვილის მოადგილეც.

ამ კომიტეტის პასუხისმგებლობის საკითხია, გარკვევა იმაში, რაც მოხდა. საჯარო სივრცეში გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაზე, ამაზე რეაგირება როგორი იყო თუ არ იყო. ამ კომიტეტის დღის წესრიგში დღეს თუ არა უახლოეს სხდომებზე ჩვენ უნდა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები დავიბაროთ”, – ამბობს პარტია “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი.

ჯერჯერობით, ბუნდოვანია, რა ბედი ეწევა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით რა კითხვებიც არსებობს საზოგადოებაში ოპოზიციას შეეძლება გააჟღეროს სხდომათა დარბაზში.

სიახლეები

თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე- ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება. მათი შეფასებით, ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე...

ველით გამჭვირვალე გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებზე-ჰიპერი

ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი...

“ქართული ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის...

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

  მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ...