მთავარისიახლეებიიმპიჩმენტი ერთადერთი გზაა, რომ მოვახდინოთ რეაგირება კონსტიტუციის დარღვევაზე

იმპიჩმენტი ერთადერთი გზაა, რომ მოვახდინოთ რეაგირება კონსტიტუციის დარღვევაზე

Published on

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ერთადერთი გზა, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება მოხდეს. მისივე თქმით, ვერ ხედავს ამ საკითხისა და 12 რეკომენდაციის შესრულების თემას შორის კავშირს.

“მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას, ვერ დავინახავდი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები. რაც შეეხება [ევროინტეგრაციის პროცესის] დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, ფოკუსირებული ვართ 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა და ვართ ოპტიმისტურად”, – თქვა დარჩიაშვილმა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის წარდგინება და სასამართლო მომდევნო 1 თვის განმავლობაში იმსჯელებს საკითხზე.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...