მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ჭაქვინჯში მეწყრის გამო ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო

სოფელ ჭაქვინჯში მეწყრის გამო ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო

Published on

ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინჯში ერთ-ერთი ოჯახის საკარმიდამო დაიმეწყრა. მეწყერი საცხოვრებელ სახლამდეა მისული. ტერიტორიიდან ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეწყერმა პრობლემა შეუქმნა უბანთან დამაკავშირებელ გზასაც.

გარდა ამისა, პრობლემებია ქალაქ ზუგდიდშიც. ქუჩები დაიტბორა და საკანალიზაციო ჭებიდან ფეკალური მასა გადმოვიდა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც.

ზუგდიდში წყალსაწრეტები დაახლოებით 7 თვის წინ შეიცვალა, თუმცა მილები წყალს ვერ ატარებს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებში მილიონობით ლარი დაიხარჯა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...