მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე – გურია

0
100

მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და სამაშველო ოპერაცია. გარემოს მოწყვეტილი ადგილებიდან მაშველებმა კიდევ 63 ადამიანი გამოიყვანეს;

არსებობს ლოკაციები, სადაც გზა სრულად განადგურებულია და მაშველებს მოსახლეობა ნავებითა და სხვა სპეცსაშუალებებით გადმოჰყავთ. ყველასთან დამყარებულია კონტაქტი;

მოსახლეობის დიდი ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე, თუმცა მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, უმეტესი ნაწილი დაითანხმეს და მათი გამოყვანის პროცესი ახლაც მიმდინარეობს;

ადგილზე იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტისა და გეოლოგიის სამსახურის თანამშრომლები. დილიდანვე გეოლოგებმა დაიწყეს იმ ლოკაციების შესწავლა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს და საიდანაც, შესაძლოა, საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია;

ადგილზე მუშაობენ როგორც „ენერგო პრო”-ს, ასევე – „სოკარ გაზი“-ს წარმომადგენლები, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღდგეს კომუნიკაციები და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლონ ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით;

მიმდინარეობს იმ ოჯახების აღწერა, რომლებსაც სახლები დაენგრათ და საცხოვრებლად აღარ გამოდგება. ხელისუფლება ამბობს, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე.

წინა სტატიაჯვარში მაგანას ხეობას ვერტმფრენით დაათვალიერებენ
შემდეგი სტატიასოფელ ჭაქვინჯში მეწყრის გამო ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური