მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

0
46

მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა. მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავებულია 672 ადამიანი. მათგან 205-ის მდგომარეობა მძიმეა.

ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები. ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში დაზიანდა მეჩეთი და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

წინა სტატიასოფელ ჭაქვინჯში მეწყრის გამო ერთი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო
შემდეგი სტატიაიაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური