მთავარისიახლეებიპარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის - მაკრონი

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 2024 წელს პარიზში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ “თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის”.

“პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის. რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს ადგილი იმ დროს, როდესაც ის სამხედრო დანაშაულებს სჩადის უკრაინაში. კითხვა, რომელსაც ოლიმპიურმა სამყარომ უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა ადგილი უნდა დაუთმოს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდნენ შეჯიბრებებისთვის, მაგრამ შესაძლოა ამ რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ”, – განაცხადა მაკრონმა ფრანგულ სპორტულ გაზეთ L’Équipe-თან ინტერვიუში.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განასხვაონ სპორტსმენები, რომლებიც რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანამონაწილეები და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ. ამ თვალსაზრისით, IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი და გასაგები იქნება უკრაინელებისთვის.

“ეს არის ბალანსი, რომელიც უნდა უზრუნველვყოთ”, – დასძინა მაკრონმა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღონ.სპორტსმენებმა ასევე უნდა შეასრულონ გარკვეული პირობები. კერძოდ, არ უნდა დაუჭირონ მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში, არ უნდა ჰქონდეთ კავშირი რუსეთის ან ბელარუსის ჯართან, ასევე უსაფრთხოების ძალებთან.

პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...