მთავარისიახლეებისაზოგადოებაკალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია - ბუაძე

კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია – ბუაძე

Published on

“კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია” – ამის შესახებ პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეუძლებელია რაიმე არგუმენტის არსებობა, რათა ორი 50-სართულიანი ცათამბჯენი ჩაიდგას იმ ადგილას, სადაც 2015 წელს ყველაზე ძლიერი წყალმოვარდნა იყო.

ბუაძე ამბობს, რომ კალაძემ ეს საფრთხის შემცველი პროექტები იმიტომ დაამტკიცა, რომ ივანიშვილის ინტერესებს მოემსახუროს და მის სამსახურში გამდიდრდეს აღვირახსნილი კორუფციის საშუალებით.

„კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია და სწორედ, მის მიერ დამტკიცებულმა ბოლო პროექტებმა დაადასტურა ეს ყველაზე კარგად. ეს ქალაქისთვის შეუსაბამო, სახიფათო და ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელი პროექტები, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის დაამტკიცა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ივანიშვილის ინტერესებს მოემსახუროს და მის სამსახურში გამდიდრდეს აღვირახსნილი კორუფციის საშუალებით. სხვა მხრივ, შეუძლებელია რაიმე არგუმენტი არსებობდეს იმისათვის, რომ დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ორი 50-სართულიანი ცათამბჯენი ჩაიდგას. იმ ადგილას, სადაც 2015 წელს ყველაზე ძლიერი წყალმოვარდნა იყო და ყველაზე დიდი დატბორვა მოხდა.

ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უსაფრთხო და სიცოცხლისთვის შესაფერისია. ქალაქი, სადაც ცხოვრება გაუსაძლისი აღარ იქნება და სადაც ადამიანები გაქცევის პირას არ იქნებიან – ეს არის ჩვენი და პირადად, ჩემი დღის წესრიგი. შესაბამისად, კარგად ჩანს სხვაობა კალაძის პოლიტიკურ დღის წესრიგსა და „ლელოს“ შორის, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კალაძისგან განსხვავებით, რომელიც ქალაქის აოხრებით არის დაკავებული. ქალაქის აოხრება, პოლიტიკური კორუფცია, მათ შორის, პირადი კორუფცია – ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. რა საკვირველია, ჩვენ ამას ვუპირისპირდებით და თუ ისინი ამას ეძახიან განვითარებას, მინდა კიდევ ერთხელ დავპირდე, რომ ყველა მათ მიერ გაცემული შეუსაბამო მშენებლობის ნებართვა გადაიხედება მას შემდეგ, რაც ქალაქი კალაძის კორუმპირებული მმართველობისგან ამოისუნთქებს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ამასთან, ბუაძე გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, სადაც თბილისის მერმა “საბა ბუაძეები” უწოდა ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არჩევს და განაცხადა, რომ კალაძემ ბიზნესის კეთება აბსოლუტურად ყველა ეპოქაში მოახერხა.

„კალაძემ ბიზნესის კეთება აბსოლუტურად ყველა ეპოქაში მოახერხა, შეზრდილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან, სადაც ასევე ქალაქისთვის შეუსაბამო ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდებოდა და სადაც ქალაქის ურბანული გენოციდი დაიწყო. ახლა, როდესაც კალაძემ მართვის სადავეები გადმოიბარა და თვითონ არის პასუხისმგებელი პირი, გააგრძელა სწორედ ეს, არა ქალაქის საკეთილდღეოდ მოქმედება, არამედ, პერსონალური კეთილდღეობისთვის ზრუნვა და ამ ჭრილში გადაწყვეტილებების მიღება. ლაგუნა ვერეს, დიდი დიღმის, ვაგონშემკეთებელი ქარხნის და სხვა პროექტების ნახვის შემდეგ, შეუძლებელია, ვერ დაინახო ის უდიდესი რისკები, რომლებიც ქალაქისთვის არსებობს. ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმები, რომლის ფასსაც თითოეული ჩვენგანი უახლოეს თვეებში და წლებში გადავიხდით, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს”,- აღნიშნავს საბა ბუაძე.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...