პიტერ სიიარტო – საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი

0
153

საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, საქართველომ ამისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საინვესტიციო პროგრამას, ასევე სტიპენდიის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

წინა სტატიასაქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი 7-8 სექტემბერს შედგება
შემდეგი სტატია“ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია” – მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური