დღეს სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის “მარცვლეულის შეთანხმებაზე” იმსჯელებენ.
თურქეთი ცდილობს, რომ მოსკოვი შეთანხმებას დაუბრუნდეს და აღდგეს უსაფრთხო კორიდორი შავ ზღვაზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ერდოღანის მთავარი მრჩევლის განცხადებით, ანკარას იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს, რადგან ეს არის სიტუაცია, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე.
ცნობისთვის, რუსეთმა 2023 წლის 18 ივლისიდან დატოვა გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში, სტამბოლში მიღწეული “მარცვლეულის შეთანხმება,” რომლის საფუძველზეც, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.