მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია - ღარიბაშვილი

პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია – ღარიბაშვილი

Published on

მან სამწუხაროდ არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია – პრემიერ ღარიბაშვილის პირველი განცხადება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, მთავრობის უარის მიუხედავად ევროპული ტურნე დაეწყო. ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა:

“კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს

მე ერთი თვის წინ დაახლოებით, გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა მთავრობს არგუმენტაცია მოვიყვანო.

თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ, ქალბატონო პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას და მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან.

ამის შემდეგ, ამას ადამიანი რომ მოისმენს, არამხოლოდ მთავრობის მეთაური და მინისტრები და პარლამენტის წევრები და მმართველი გუნდის წევრები, ბუნებრივია ჩვენ მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება გარდა იმისა რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, მეტსაც ვიტყვი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება” განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, გამართლებულია – “ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ იყო გამართლებული” განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმითვე, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის განცხადება მოისმინეს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა, არავის გამოუთქვამს შეშფოთება და კრიტიკა:

“ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის არის მარტივად ასახსნელი ფარისევლობა, ტყუილი, დამამცირებელი და შეურაცხყმოფელი ჩვენი ხალხისითვს. ასეთი ვაჭრობა და ასეთი შანტაჟი ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს” აცხადებს ღარიბაშვილი და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება 12 რეკომენდაციას ასრულებს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...