მთავარიUncategorizedომის 55-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 55-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე 4 სარაკეტო და 39 საავიაციო შეტევა განახორციელეს. ხერსონის ოლქში დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. 

დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 570-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. 

როგორ აპირებს კონტრშეტევის გაგრძელებას უკრაინა? – The Wall Street Journal-ის ვერსია:

უკრაინელები ცდილობენ გარღვევა განახორციელონ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, რუსი სამხედროების მთავარი თავდაცვითი ხაზის გავლით, ისინი უტევენ ვერბოვეს, რომელიც გათავისუფლებული რობოტინესგან 14 კმ-ითაა დაშორებული.

ამ გზით უკრაინელები ცდილობენ, საარტილერიო ცეცხლის ზონაში მოაქციონ ტოკმაკის მიმართულებაზე რუსი სამხედროების ძირითადი ლოგისტიკური ხაზი.

The Wall Street Journal წერს, რომ წინსვლის ყოველი მილი უკრაინელთა არტილერიას რუსულ სამიზნეებთან აახლოებს. ეს სამიზნეები, მათ შორის, ტოკმაკის სამანქანო გზები და სარკინიგზო კვანძები, ამ დრომდე მიუწვდომელი იყო ატილერიისთვის. უფრო მოშორებით მნიშვნელოვანია გზატკეცილი M14, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვება და რომელსაც რუსეთი იყენებს მნიშვნელოვანი ტვირთის გადასაზიდად”, – წერს გამოცემა.

თუკი უკრაინელები ვერბოვეს გაივლიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გადალახავენ რუსი სამხედროების მიერ შექმნილ და მათ მიერვე დაუძლეველ ბარიერებად მიჩნეულ თავდაცვით ხაზს.

ტოკმაკი – ეს ქალაქი, შესაძლოა, უკრაინის შეტევის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და მსხვილი სამიზნე იყოს, მაგრამ არაა გამორიცხული, უკრაინელებმა ქალაქს არც შეუტიონ, – ამბობს სამხედრო სპეციალისტი და გამოცემის ყოფილი თანამშრომელი ტრენტ ტელენკო.

ანალიტიკოსის თქმით, თუკი უკრაინა შეძლებს, ფრონტის ხაზი ტოკმაკიდან, დაახლოებით 9 კმ-ზე გაავლოს, უკრაინის არტილერიისთვის მისაწვდომი გახდება საავტომობილო და სარკინიგზო გზები, ეს კი ტოკმაკს უსარგებლოს გახდის რუსებისთვის – სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების კვანძად ქალაქს ისინი ვეღარ გამოიყენებენ.

“თუნდაც ასე ახლოს ვერ მივიდნენ, წინსვლის ყოველი მილი უკრაინის არტილერიას და მიწისზედა ბაზირების, შორსმფრენ რაკეტებს აძლევს საშუალებას, დაარტყან მეტ რუსულ ობიექტს. ამისთვის მათ აქვთ HIMARS და М270, რომლებიც 80 კმ მანძილს ფარავენ”, – აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი.

მოსკოვის ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში ისევ შეყოვნდა და გადაიდო ათეულობით რეისი.

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომიისკი ოფიციალურად გამოაცხადეს ეჭვმიტანილად, ფულის გათეთერების სქემაში სავარაუდო მონაწილეობის გამო. 

სიახლეები

“საქართველოში მზარდი ავტოკრატიული ტენდენციებია” – ევგენია კრავჩუკი

უკრაინელი დეპუტატი, ევგენია კრავჩუკი ამბობს, რომ "საქართველოში მზარდი ავტოკრატიული ტენდენციებია". ამის შესახებ განცხადება მან...

მზია ამაღლობელისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ბანერები თბილისის წიგნის ფესტივალზე

საპროტესტო პერფორმანსი თბილისის წიგნის ფესტივალზე - მზია ამაღლობელისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად ექსპო-ჯორჯიაში ბანერებია...

“უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ?” – კალაძის განმარტება “უცხოურ ძალაზე”

"ის, რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ...

PACE-მა საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი...

TOP.GE