მოსკოვის აეროპორტებში რეისები ისევ გადაიდო ან შეყოვნდა, მგზავრები მოსაცდელ დარბაზებში ელიან ფრენის განახლებას.
ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს აეროპორტებში ასამდე რეისი შეფერხებულია.
მსგავსი სიტუაცია მხოლოდ დღეს არ არის: ბოლო დღეების გგანმავლობაში მოსკოვის აეროპორტებში არაერთხელ გამოცხადდა რეჟიმი “კოვიორ” (“ხალიჩა”), რომელიც იმ დროს ცხადდება, როცა ცაზე მტრულად განწყობილი საფრენი აპარატებია შენიშნული.