გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა პრიგოჟინი ავიაკატასტროფის დროს არ დაღუპულა

0
175

“ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელის დაღუპვასთან დაკავშირებით კონსპირაციები გრძელდება. გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა პრიგოჟინი ავიაკატასტროფის დროს არ დაღუპულა. ბოლო დღეებია რუსი ოპოზიციონერები და ბლოგერები განიხილავენ ვერსიას, რომ ავიაკატასტროფას სინამდვილეში არა პრიგოჟინი, არამედ მისი ორეული ემსხვერპლა.

ცნობილია რომ პუტინის პირად მზარეულს რამდენიმე ორეული ჰყავს, რომლებსაც იდენტური სახელითა და გვარით და დაბადების თარიღით აქვთ დოკუმენტები დამზადებული. შესაბამისად ამ ვერსიის თანახმად, საგამოძიებო უწყებამ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრების სიისა და მათ ხელთ არსებული პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტების მიხედვით მოახდინა.

პარალელურად, დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც თავად ევგენი პრიგოჟინი საუბრობს, რომ ვიდეო აგვისტოს შუა პერიოდშია გადაღებული, ცნობები მისი დაღუპვის შესახებ სიცრუეა და ის ამტკიცებს რომ აფრიკაში იმყოფება და შურისძიებისთვის ემზადება.

ოფიციალურად კი, პრიგოჟინი 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი პირადი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. მასთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

ის პეტერბურგის ერთ-ერთ სასაფლაოზე, 29 აგვისტოს დაკრძალეს.

წინა სტატიაიარაღის მიწოდებაზე ჩრდ. კორეასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს – კირბი
შემდეგი სტატია“რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი არის იმპიჩმენტი” – კობახიძე ზურაბიშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური