მთავარისიახლეებისაზოგადოებაიარაღის მიწოდებაზე ჩრდ. კორეასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს - კირბი

იარაღის მიწოდებაზე ჩრდ. კორეასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს – კირბი

Published on

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

“ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის განხილვას და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეიარაღებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებების შემდეგ, მაღალი დონის დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს უახლოეს თვეებში”, – თქვა ჯონ კირბიმ.

კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია თანამშრომლობის განვითარებაზე.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...