ძალიან კარგი ამბები მოდის უკრაინიდან, კერძოდ, ზაპოროჟიის ფრონტის ცენტრალური სექტორიდან:
როგორც სამხედრო მიმომხილველი ოთო კონჯარია წერს, “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა (საუბარია საჰაერო სადესანტო ძალების ნატოს სამხედრო პოლიგონებზე გადამზადებულ ელიტურ 82-ე და 46-ე აერომობილურ ბრიგადებზე) რობოტინო-ვერბოვეს თავდაცვითი ხაზი 6-8კმ-ის სიღრმეში „ჩაარღვიეს“ დასახლება ოჩერევატოესკენ –
აღნიშნულ ზონაში რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს არტილერიის განლაგების ძირითადი ზონები- სწორედ ამ ტერიტორიებზე ჰქონდათ განთავსებული MSA-S-ები, gvozdika-ები და სხვა ტიპის ბუქსირებადი თუ თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც უკრაინელთა ჯარებს ამუშავებდნენ ზაპოროჟიეს ცენტრალურ სექტორში- ახლა უკვე რუსების ამ ტერიტორიაზე უკრაინელთა ნაღმტყორცნები ინტენსიურად მუშაობენ და ისვრიან ოკუპანტების მიმართულებით.
რუსი ვოენკორები კი წერენ, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ასევე ილჩენკოვოს სიმაღლეებისთვის, რომელიც ნოვოპროკოპივკას უკან მდებარეობს სამხრეთში.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ – უკრაინელთა ელიტურმა ქვედანაყოფებმა ნოვოპროკოპივკას გვერდის აქცევით შეძლეს ნოვოპროკოპივკა-ვერბოვეს შორის არსებული პირველი გამაგრებული თავდაცვითი ხაზის გარღვევა , რის ფონზეც უკვე ალყაში მოყოლა ემუქრებათ ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მყოფ რუს სამხედროებს, რომლებიც პირველი თავდაცვითი ხაზის გასწვრივ არსებულ სასანგრო ზონებში არიან გამაგრებულნი”.