დიმიტრი მედვედევი მიანიშნებს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება გამორიცხული არ არის:
“ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო…. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება.
მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად.
მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.