რა მოხდა დღეს ყირიმის ხიდზე – ვანო ნადირაძის განმარტება

0
265

ყირიმის ხიდის თავზე ძლიერი დაკვამლიანება იყო, მანამდე კი აფეთქების ხმები ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობდა ოკუპანტთა ჰსთ სისტემები, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია დროებით ოკუპირებულ ქერჩში აფეთქებების შესახებ.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ყირიმის ხიდზე იერიშის მიტანა სცადეს მოდერნიზებული საზენიტო მართვადი რაკეტა ს-200-ით და ის რუსულმა ჰსთ სისტემამ ჩამოაგდო ისე, რომ არც ხიდი დაზიანებულა, არც ადამიანები დაზარალებულან. 

რა მოხდა ყირიმის ხიდზე, უკრაინაში მებრძოლი, სპეციალური ოპერაციების ზალების პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე განმარტავს:

“რა მოხდა დღეს ყირიმის ხიდზე: როგორც იცით დასავლეთმა უკრაინას აუკრძალა,დასავლური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა.
ხოდა უკრაინმაც იფიქრა რა ვქნათო და მოდერნიზება გაუკეთეს С-200 რაკეტებს და გამშვებ კომპლექსებს , ხოდა გიყვარდეს, უკრაინას ეს რაკეტები ოხრად აქვს საწყობებში თავის გამშვები კომლპექსებით .
რას წარმოადგენს ეს С-200 რაკეტები რომლელიც შეიქმნა 60 – იან წლებში .
ესაა ზე ბგერითი რაკეტა რომლის გადაჭერა ჰაერში ძალიან ძნელია 3D რადარის გარეშე , უბრალოდ გამართლებაზეა.
უკრაინელებმა დაუყენეს ინერციული ჯიპეს მოდული ,გახადეს მართვადი და ამავე დროს მანძილი გაიზარდა 600 კმ-მდე ( მანამდე ქონდა ეფექტური მანძილი 300 კმ) .
უკვე იქნა გამოყენებული ტაგნაროგის და როსტოვის მიმართულებით მანამდე.
მაგრამ აქვს ერთი ნაკლი ,ესაა დარტყმის და დამანგრეველი ეფექტის სისუსტე. აქვს სადღაც 37000 ათასამდე ნამსხვრევი მაგრამ არაა აქვს ეფექტი გაძლიერებული ობიექტების განადგურებისთვის.
დღეს ეს რაც ნახეთ ყირიმის ხიდზე , ესაა ორ ფურცლიანი სპორტული გაზეთი, დიდ ჟურნალს ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲐᲚᲔ ნახავთ, ფაქტიურად ჯერ ექსპერიმენტი ჩატარდა…”, – წერს ვანო ნადირაძე.
წინა სტატიაშოვში, სტიქიის ზონაში, სტიქიის ზონაში, ძებნის არეალი გაფართოვდა
შემდეგი სტატიარა ვიცით შოვის ტრაგედიიდან მე-10 დღის ბოლოს – შემაჯამებელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური