მთავარისიახლეებიზაპოროჟიეში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა | დაშავებულებს შორის...

ზაპოროჟიეში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა | დაშავებულებს შორის 11 თვის ბავშვია

Published on

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, 9 აგვისტოს, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

კლიმენკოს თქმით, 8:30 საათის მონაცემებით, დაიღუპა სამი და დაშავდა ცხრა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 11 თვის ბავშვია. მისივე განცხადებით, დაიღუპნენ 43 წლის კაცი, 19 და 21 წლის ქალები.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა ზაპოროჟიეში 9 აგვისტოს საცხოვრებელ ზონა დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ავიაეირიში “ისკანდერის” რაკეტით განხორციელდა.

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...