მთავარისიახლეებიმუჟავასა და ფახულანის მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს - მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, დაგუბებულია...

მუჟავასა და ფახულანის მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს – მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, დაგუბებულია წყალი

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუჟავას მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე ტებენაზე წყლის დინების შეწყვეტა და დაგუბება გამოიწვია. ძლიერმა წვიმებმა ბოლო დროს დასავლეთ საქართველოში ბევრ ადგილზე გამოიწვია მეწყერი, თუმცა ტებენას შემთხვევაში, შესაძლოა, მასშტაბი გაცილებით დიდი იყოს.

მთის ძირშია სოფლები მუჟავა და ფახულანი, რომელსაც გადმოჰყურებს ის მთა, რომლის კალთაზეც წყალია დაგუბებული, კლდის ნაწილი ქვებადაა ჩამოშლილი. ამ მთის ძირში გადის ენგურჰესის სადერივაციო გვირაბი, რომელიც ჰიდროაგრეგატებს წყლით კვებავს.

“სიტუაციაზე ყურადღება გაამახვილა მოსახლეობამ, მაშინვე დაიგეგმა ექსპედიცია და დადო სურათი.ჩვენ ჩავრთეთ შესაბამისი სამსახურები, ჩავრთეთ სამხარეო ადმინისტრაცია და გუშინ ჩამოვიდნენ გეოლოგები. ველოდებით დასკვნას, მოვუწოდებ, რომ სასწრაფოდ დაიდოს დასკვნა, რადგან მოსახლეობა სტრესულ სიტუაციაშია შოვის ტრაგედიიდან გამომდინარე, ასევე ხელისუფლების უსუსურობისგან გამომდინარე და ამიტომ. სასწრაფოდ არის დასადები დასკვნა, რომელიც ასახავს რეალობას. დაგუბებული არის წყლის დიდი მასა, რომელიც მეწყრის შედეგადაა შექმნილი და ანალოგიურ სიტუაციაში სპეციალისტებმა უნდა დადონ დაზუსტებული დასკვნა, თუ რასთან გვაქვს საქმე”, – ამბობს წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა.

რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას ისინი გეოლოგების სპეციალური ჯგუფის ჩამოყვანას ითხოვს, რათა დადგინდეს უსაფრთხოა თუ არა მდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება.

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...