მთავარისიახლეებიღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა...

ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა – მღებრიშვილი

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სამაშველო სამუშაოების დროს “არაფერი დაუკლიათ”. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ თქვა სახელმწიფომ უარი სხვა ქვეყნებისგან დახმარებაზე, რაზეც მღებრიშვილი ამბობს, რომ ადგილზე იმაზე მეტი ძალა იყო მობილიზებული, ვიდრე “შესაძლოა გონივრული იყოს”.

მისივე თქმით, ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით, პირველ ღამეს, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა და რომც ყოფილიყო, იყო მაღალი რისკი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მაინც გარისკავდნენ.

“ჩვენ ყოველთვის, აბსოლუტურად, ნებისმიერ ინციდენტზე გვაქვს გათვლა ყველაზე უარესზე. რაც შეეხება უფრო სწრაფად ჩართვას და დავაკელით თუ არა რამე, მე რომ ამ კითხვას დამისვამთ, ალბათ ჩამითვლით სუბიექტურად, თუკი გიპასუხებთ ჩემს მოსაზრებას და ვიტყვი, რომ არაფერი დაგვიკლია. შემიძლია ამის ქრონოლოგიურად ახსნა, პირველი 3 ვერტმფრენი იყო მობილიზებული – ერთი ქუთაისიდან, ორი თბილისიდან, რომლებიც დაუყოვნებლივ მზად იყვნენ გამოსაფრენად. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ აფრინდა ქუთაისიდან ვერტმფრენი, თბილისიდან მოვასწარით ჩამოსვლა ვერტმფრენების საშუალებით და ეს ის დროა, როცა სწრაფი რეაგირების ჯგუფები, ჩვენ დაახლოებით პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, ჩამოვიტანეთ 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში. ის რომ რაღაც დავაკელით, არაფერი არ დაგვიკლია. ბრძანეთ თქვენ, რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი, ადამიანური, ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული. […]

ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ აქაც, კიდევ ერთხელ ვიძახი, სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად, არ გავურბივარ მაგ კითხვას, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა მაგის და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მაინც ალბათ, გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭირო – გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა. […] არ არსებობდა გარისკვის არც ერთი თუნდაც მცირე შანსი, რომ ჩვენ არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ”, – ამბობს მღებრიშვილი.

მღებრიშვილმა გაიმეორა, რომ სითბური დრონების საშუალებით აღმოაჩინეს ის ლოკაციები, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილას გახიზნულები.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...