მთავარისიახლეებიეს გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს - ზელენსკი გერმანიისგან "პატრიოტის" სისტემების მიღებაზე

ეს გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს – ზელენსკი გერმანიისგან “პატრიოტის” სისტემების მიღებაზე

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გერმანია და უკრაინა კიევისთვის დამატებითი “პეტრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

მისი განცხადებით, უკრაინაში ყველას ერთი და იგივე ამოცანა აქვს – გაიზარდოს კიევის შესაძლებლობების პოტენციალი ფრონტზე და შესუსტდეს ყველაფერი, რის გამოყენებასაც რუსეთი ცდილობს მეომრებზე ზეწოლისთვის, უკრაინის შეზღუდვისთვის.

“დღეს ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი გერმანიიდან – ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. ჩვენ გვაქვს დამატებითი პატრიოტის გამშვები სადგურები. დიდი მადლობა, ოლაფ, ამისათვის – ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად.

მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად ბატონ კანცლერს ამ შეთანხმების შესრულებისთვის – ეს აუცილებლად გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს”, – თქვა ზელენსკიმ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...