მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

Published on

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გაავრცელა. დღეს სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს.

“პოვნა მოხერხდა ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი, დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს”, – თქვა მღებრიშვილმა.

9 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 21 ადამიანის ცხედარი. მათი ნაწილი ამოიცნეს. ოფიციალური უწყებების ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ მინიმუმ 12 ადამიანის ძებნას, მათ შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....