მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ვიცით შოვის ტრაგედიის შესახებ ამ დროისთვის

რა ვიცით შოვის ტრაგედიის შესახებ ამ დროისთვის

Published on

შოვში, სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის ნაპოვნია 21 ცხედარი, ეძებენ დაკარგულად მიჩნეულ 12 მოქალაქეს – სამძებრო სამუშაოები 25 კმ-იან პერიმეტრზე, ათამდე ლოკაციაზე მიმდინარეობს, მასში მაშველებთან ერთად, თავდაცვის ძალებიც არიან ჩართული. 

დღეს, 9 აგვისტოს ორი ცხედარი იპოვეს, აქედან ერთი ბავშვია. ელოდებიან დნმ-ის ანალიზის პასუხს გუშინ ნაპოვნი ცხედრისა და ცხედრის ფრაგმენტის შესახებ. 

ყველა ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის, რაც სტიქიის ეპიცენტრში მოყოლის დროს მიღებული დაზიანებების შედეგია. 

ასევე  გუშინ, ნაპოვნია მანქანის ძარა და მანქანის ფრაგმენტი. სულ 8 მანქანაა დაკარგული.
რა ვიცით კიდევ? 
ზაზა მესხი მის სამ შვილთან ერთად, ჯერაც არაა ნაპოვნი. ერთ-ერთი ვერსიით, მდინარის კალაპოტში ნაპოვნი მანქანა ზაზასი იყო, თუმცა, ამაზე ზუსტი ინფო არ არსებობს.
ძებნა პრიორიტეტულ ადგილებზე მიმდინარეობს (კოტეჯების ადგილი, მჟავე წყლები, მდინარე ჭანჭახის კალაპოტი და სხვ.)ამ ეტაპზე მაშველობის მსურველ მოხალისეებს სტიქიის ზონაში არ უშვებენ, თუ მათი დახმარების საჭიროება დადგება, გამოიყენებენ იმ ბაზას, რომელიც 112-ს აქვს (მღებრიშვილი).

 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....