ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას 7 აგვისტოს Twitter-ზე გამოეხმაურა.
როგორც მეცოლა ამბობს, ევროპარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას.
“15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,” – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.