მთავარისიახლეებისაზოგადოებაოჯახი შოვში ანსამბლ "ბუბას" წევრს გენადი სულთანიშვილს ეძებს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა

ოჯახი შოვში ანსამბლ “ბუბას” წევრს გენადი სულთანიშვილს ეძებს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა

Published on

რაჭის ჯგუფში შოვის სტიქიისას დაკარგული კიდევ ერთი ადამიანის შესახებ წერენ. საუბარია გენადი სულთანიშვილზე, რომელიც მისი ოჯახის წევრის ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, კოტეჯების ადგილას იმყოფებოდა. ახლობელი წერს, რომ ამ ადამიანის შესახებ არავინ არაფერს ამბობს:

“ესაა ჩემი სიმამრი გენადი(გენო) სულთანიშვილი .სოფ.გლოლის მკვიდრი.
უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას.
ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მითუმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება,მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ!
არის ანსამბლ “ბუბას”წევრი.უმაგრესი ადამიანი!
ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა?
აქამდე არ ვწერდი იმედი მქონდა ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა!
ეხლაც იმიტომ ვპოსტავ რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!
კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო!” წერს ახლობელი

სტიქიას ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14-ის იდენტიფიცირება მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე დღესაც გრძელდება. ოფიციალური უწყებების ცნობით, ეძებენ 16 ადამიანს.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...