მთავარისიახლეებისადაც კოტეჯები იყო იქ ფაქტობრივად არაფერიa, არის ფრაგმენტები სადაც ვერ მივედით, ხდება...

სადაც კოტეჯები იყო იქ ფაქტობრივად არაფერიa, არის ფრაგმენტები სადაც ვერ მივედით, ხდება მძიმე ტექნიკის შეყვანა – მღებრიშვილი

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, კოტეჯების დასახლებაში “ფაქტობრივად აღარაფერი აღარ არის”.

მისივე თქმით, დარჩენილი არის კოტეჯების დასახლების ნაწილი, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ მისვლას.

“ამ დროისთვის, სამწუხაროდ 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, როგორც მოგახსენეთ. ცოცხალი ძალა, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ, შესულია ტექნიკა, ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს, რომ ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში არ მოხდეს დაზიანება.

გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ და ამ ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებით მოგვიანებით მოგახსენებთ. დილიდან 7-ის ნახევრიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების გამოყვანა, რომლებიც გუშინ ჩვენ მობილიზებული გვყავდა უსაფრთხო ადგილებში, დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი და დანარჩენი, ეპიცენტრში აბსოლუტურად ყველგან შესულები ვართ.

კოტეჯებზე გეტყვით, რომ სადაც კოტეჯები არსებობდა იქ ფაქტობრივად არაფერი აღარ არის, არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე, იქიდან გამომდინარე რომ იქ ძალიან სქელი ფენა არის, რადგან იფლობიან ჩვენი მაშველები, ამიტომ ხდება იქ ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და შევიდეთ”, – თქვა თემურ მღებრიშვილმა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....