ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

0
164

ზუგდიდში სავაჭრო ცენტრ ალიანსთან დილიდან ხმაური იყო – ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები.

როგორც მძღოლები აცხადებენ, ზუგდიდის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი კორუფციული ინტერესების გამო ახალი სადგურის გახსნას ლობირებს და მეორე სადგურში დასაქმებულებს უმუშევრად ტოვებს. ამის გამო, მძღოლები იძულებული გახდნენ, საპროტესტო აქცია გაემართათ.

მათი მტკიცებით, ზუგდიდის მერია ტრანსპორტის სფეროდან ყოველდღიურად შავი ფულის სახით ე.წ “ატკატებს” იღებს.

მძღოლების თქმით, საქმის გარჩევაში ე.წ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. პრობლემის შესახებ იცის ცენტრალურმა ხელისუფლებამაც.

ახალი სადგური ფეხით სავალ ტროტუარზეა მოწყობილი, რომელიც, მძღოლების ინფორმაციით, საქმიანობას ნებართვის გარეშე აგრძელებს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ სადგურის უკან მდგომი ერთ-ერთი პირი მარლონ მეტონიძეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლაგუნა ვერესთან მომხდარ სროლაშიც ფიგურირებდა.

თავად ახალი ავტოსადგურის დირექტორის განცხადებით, მათ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან აქვთ მიღებული.

წინა სტატიაომის 526-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში
შემდეგი სტატიარაჭაში მეწყერმა 16 ადამიანი მოიყოლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური