რაჭაში მეწყერმა 16 ადამიანი მოიყოლა

0
195

რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 6 ბავშვია. მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. სასტუმრო სანსეტ შოვიდან ერთ-ერთი დამსვენებელი ვიდეოს აქვეყნებს და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს. ადგილზე მძიმე მდგომარეობაა და სამაშველო ვერტმფრენს ელოდებიან:

პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდან , ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს გამოვიდნენო. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, ერთადერთი შანსი გადარჩენის არის სამაშველო. ძალიან ბევრი ბავშვები არიან. მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდესო პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ” ამბობს მოქალაქე ფეისბუქ ლაივში.

წინა სტატიაზუგდიდში საპროტესტო აქციაზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაენგურში ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ – აინარ ცვიჟბამ მისი მკვლელობა აღიარა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური