მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 526-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 526-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

შახტარსკის მიმართულებაზე ოკუპანტებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს სტარომაიორსკოესა და მაკაროვკას მიდამოებში. სტარომაიორსკოე-უროჟაინეს მიმართულებაზე რუსული შეტევა პოზიციების დაბრუნების მიზნით, უშედეგო აღმოჩნდა. 

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე.
რუსი ოკუპანტები მსჯავრდებულების მობილიზებას აგრძელებენ. ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ გასცა ბრძანება და ხდება შიდა ჯარების აყვანა იმ პირებისგან, რომლებიც იხდიან სასჯელს. ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში საომრად წასვლის სურვილი ლიპეცკის ქალთა კოლონიის 30-მა პატიმარმაც გამოთქვა. 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 2-დან 3 აგვისტოს ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 23 შეტევა მოიგერია.

მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო, 89 საჰაერო დარტყმა და 67 MLRS შეტევა უკრაინის ჯარებისა და სხვადასხვა დასახლებების პოზიციებზე. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 

უკრაინის საჰაერო ძალებმა 9 საჰაერო დარტყმა განახორციელეს რუსული ჯარების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციებზე, ასევე 3 საჰაერო დარტყმა ოკუპანტების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებზე.

2 აგვისტოს დღის განმავლობაში, უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო ჯარებმა 21-ჯერ დაარტყეს მტრის საარტილერიო სისტემებს. განადგურებულია 1 რადარის სადგური, 3 სამეთაურო პუნქტი, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილები და მტრის 2 საარტილერიო დანადგარი.

 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...