მთავარისიახლეებიშეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია - NAEC

შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია – NAEC

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ იქნა წარმოდგენილი და აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია შეუძლებელია.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მათ სასამართლოს განჩინება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრეს.

“2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება – ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო:

ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
გ) დაუძლეველი ძალის გამო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.

გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა დღეს განაცხადა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა.

საუბარია სარჩელზე, რომელიც სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა და NAEC-ს დაავალა, დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაეშვათ აბიტურიენტი, რომელიც გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.

ანა არგანაშვილის თქმით, NAEC-მა აბიტურიენტს მიწერა რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ აბიტურიენტის დედამ შიმშილობა დაიწყო.

სიახლეები

Pax Americana ევროპაში დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – მერცი

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, რადგან Pax Americana-ს ათწლეულები დასრულებულია. ამის...

უბედური შემთხვევა ზუგდიდში: ფასადის სამუშაოებს თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის ცენტრში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე, ჩვენი ინფორმაციით, დაქირავებული მუშა ემსხვერპლა.  ტრაგედია მაშინ...

ავტრალიაში ანტისემიტური ტერაქტის მსხვერპლი, სულ მცირე, 11 ადამიანი გახდა

უახლესი ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი...

პარლამენტის წინ შეკრებილები უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ აქციას უერთდებიან

14 დეკემბრის საღამოს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას-STOP HUMAN...