მთავარისიახლეებიკონფლიქტებიეუთოს თავმჯდომარე საოკუპაციო ზოლთან საქართველოს ოფიციალური პირების გარეშე ჩავიდა

ეუთოს თავმჯდომარე საოკუპაციო ზოლთან საქართველოს ოფიციალური პირების გარეშე ჩავიდა

Published on

ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად გადაადგილდებოდა და არ ახლდა არცერთი, რანგით შესაბამისი ოფიციალური პირი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ზოლთან არასდროს არიან ნამყოფი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და ოლიოგარქის სხვა პრემიერმინისტრები, დღევანდელი ირაკლი კობახიძის ჩათვლით.

ელინა ვალტონენმა განცხადება გაავრცელა, სადაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ნაკისრი ვალდებულებები.

“დღეს მე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესანიშნავ საქმიანობას გავეცანი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ სტაბილურობას ინარჩუნებს. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ შპეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ მისიასთან, რათა ამ მნიშვნელოვან ძალისხმევას მხარი დაუჭირონ.

ეუთოს თავმჯდომარის რანგში, ფინეთი მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, როგორც ეს ჰელსინკის შეთანხმებაშია განსაზღვრული.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე”.- ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...