მთავარისიახლეებიMisulis Group-ის ინვესტიცია საქართველოს ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემაში

Misulis Group-ის ინვესტიცია საქართველოს ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემაში [Video]

Published on

Misulis Group-ის  პირველი მსხვილი ინვესტიცია ზუგდიდში, საქართველოში. კომპანიამ ინოვაციურ სტარტაპში – Skillset-ში 70 ათასი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო. ეს სასტარტო ინვესტიცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს როგორც Misulis Group-ისთვის, ასევე საქართველოში მზარდი სტარტაპ ეკოსისტემისთვის.
Skillset-ი, ახლად დაარსებული სტარტაპია და მიზნად ისახავს სრულად შეცვალოს ტექნოლოგიურ ლანდშაფტი. Skillset-ის უახლესი და ინოვაციური სერვისები და შეთავაზებები გააძლიერებს როგორც მოქალაქეებს ასევე, ბიზნესს. Misulis Group-ის მტკიცე ფინანსური მხარდაჭერით კი Skillset-ი მზად არის დააჩქაროს თავისი ტექნოლოგიური განვითარება, გააფართოოს სერვისების შეთავაზება და გაზარდოს სერვისების ხელმისაწვდომობა მთელ რეგიონში.

Misulis Group-ის და Skillset-ის პარტნიორობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს Skillset-ის ზრდას, რათა მიეცეთ მათ თავიანთი მისიის სრულად განხორციელების საშუალება და ამით უზრუნველყონ და განავითარონ უახლესი სერვისები საქართველოში. Skillset-ი, Misulis Group-ის რწმენით, უცილობლად გაამდიდრებს და განავითარებს საქართველოს მოქალაქეების და ბიზნესის ცხოვრებას. Skillset-ის სამომავლო გრძელვადიან გეგმებში კომპანიის სერვისების პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დანერგვა და ამ გზით ბიზნესის განვითარება შედის. ეს პარტნიორობა დიდი იმედის მომცემია მომავლისთვის და აღძრავს იმედს და ოპტიმიზმს როგორც მეწარმეებში, ასევე ინვესტორებში. Misulis Group-ი და Skillset-ი თავის მხრივ შექმნიან პოზიტიურ მაგალითს და წარმატების ისტორიას სხვებისთვის.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...