აბიტურიენტის დედამ, რომელსაც NAEC-მა დამატებით გამოცდა არ დაუნიშა, შიმშილობა დაიწყო

0
178

აბიტურიენტის დედამ, რომელსაც NAEC-მა დამატებით გამოცდა არ დაუნიშა, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მანამ იშიმშილებს, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს.

“გთხოვთ გაავრცელოთ!

მე ინგა ბაშიროვი ამ წუთს გადავწყვიტე გამოვიყენო ჩემი ბოლო უფლება. სიცოცხლის უფლება.

მე ვიშიმშიკებ მამამ სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდეობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს მისცენ ჩემს შვილს საშუალება იცხოვროს ისეთ ქვეყანაში სადაც მისი მკურნალობის და გაბათლების მიღების უფლება არ დაირღვევა”, – წერს ინგა ბაშაროვი.

გამოცდის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლომ დაავალა, თუმცა ადვოკატების ინფორმაციით, დღეს უწყებამ აბიტურიენტს მისწერა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას არ შეასრულებს.

აბიტურიენტის ინტერესებს ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანებისთვის უფლებებისთვის” იცავდა. PHR-მა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც აბიტურიენტის წერილობით მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა, რომ ის გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა.

27 ივლისს სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და NAEC-ს დაავალა დამატებით გამოცდა დაენიშნა აბიტურიენტისთვის.

წინა სტატიასარაკეტო შეტევები უკრაინაზე: სად რა ხდებოდა ღამით
შემდეგი სტატიარუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს – ბორელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური