ტურისტებით სავსე გემი კი არა, სამხედრო ხომალდი უნდა შემოვიდეს – მჟავანაძე ბათუმზე

0
329

ტელეწამყვანი, რუსული პროპაგანდის აქტიური გამავრცელებელი და რუსულ ორგანიზაციებთან აფილირებული ნიკოლოზ მჟავანაძე ბათუმში, საკრუიზო ხომალდ “ასტორია გრანდეს” შემსოსვლასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და თავის გადაცემაში ამბობს, რომ აჭარაში წესრიგი უნდა დამყარდეს, რადგან “რუსი ჯარისკაცების გარეშე ჩვენ აჭარას ვერ შევინარჩუნებთ”: 

“დროა, წესრიგი დამყარდეს. და მე მგონი, ტურისტებით სავსე კი გემი კი არა, სამხედრო ხომალდი უნდა შემოვიდეს, რომ აჭარაში წესრიგი დამყარდეს, რადგან აჭარას იმ რუსი ჯარისკაცების გარეშე ვერ შევინარჩუნებთ ჩვენ”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ. 

შეგახსენებთ, ‘ასტორია გრანდე” ბათუმის პორტში ჯერ 27 ივლისს, შემდეგ კი 1 აგვისტოს შემოვიდა, მის ბორტზე რუსეთის მოაქალაქეები, პუტინის მხარდამჭერები და პროპაგანდისტები იყვნენ. საპროტესტო აქციების გამო ლაინერმა ბათუმის პორტი ორივეჯერ, დაგეგმილზე ადრე დატოვა, ხოლო შემდგომი მარშრუტების ჩამონათვალიდან ბათუმი საერთოდ ამოიღო. 

ვიდეო ნიკოლოზ მჟავანაძის გადაცემიდან შეგიძლიათ ნახოთ ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე

წინა სტატიასაქართველო, პოლონეთთან ერთად, კამიკაძე-დრონების წარმოებას იწყებს
შემდეგი სტატია,,ეს ქვეყანა შენია,, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გადაცემა VIII [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური