მთავარისიახლეებიმსოფლიო67 წლის უკრაინელი ქალი, "ძროხის ხათრით", მესანგრე (გამნაღმველი) გახდა

67 წლის უკრაინელი ქალი, “ძროხის ხათრით”, მესანგრე (გამნაღმველი) გახდა

Published on

მესანგრე-ბებო 67 წლის უკრაინელი ქალია, რომელიც მიკოლაევის ოლქის დასახლება სტეპნაია დოლინაში ცხოვრობს. 

ეს დასახლება დეოკუპირებულია შარშანდელი შემოდგომის შემდეგ. ბებოს, მისივე თხოვნით, მეტალოდეტექტორი შეუძინეს, დადის დასახლების მინდვრებში და ნაღმებს ეძებს – ამით ძროხებს იცავს აფეთქებისგან და ამბობს, რომ სწორედ ძროხების “ხათრით” გახდა მესანგრე.

“მათი ხათრით თითქმის ყველა ადგილი მოვიარე, რამდენიმე ნაღმი ვიპოვე და ბიჭებს შევატყობინე. ახლა აქ უსაფრთხოა, ისინი მშვიდად ძოვენ”, – ამბობს ბებო. 

ანა ბებო თვითონ მხოლოდ ნამსხვვრევებს აგროვებს, თუ რამე საეჭვოს ნახავს, მაშინვე პოლიციაში რეკავს და ადგილზე პროფესიონალი მესანგრეები მოდიან. 

ვიდეოსიუჟეტი ანა ბებოზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე

სიახლეები

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,...

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...

ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია – კობახიძე ჰერჩინსკიზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს...