უკრაინაში, ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების დროს გმირულად დაცემული აჩიკო დევრისაშვილის ცხედარი დღეს კიევის წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძრიდან სამშობლოსკენ გააცილეს მისმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა და ახლობლებმა.
აჩიკო დევრისაშვილი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეცაა, ბახმუტთან იმ დროს დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლის გამოსაყვანად ცეცხლის ზონაში შევიდა.
აჩიკოს ცხედარს საქართველოში 3 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩამოასვენებენ.
დიდება გმირებს!! გმირები არ კვდებიან!