მთავარისიახლეებისაზოგადოება"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!” – 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

Published on

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!” – ახალგაზრდული მოძრაობა “ჯიუტები” 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციას აანონსებენ. ისინი სოლიდარუბას უცხადებენ ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს და აცხადებენ, რომ რუსთაველზე საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად შეიკრიბებიან.

“დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი.

ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად.

ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს.

სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს!

საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად,” – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება – საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა და ახლა სავარაუდოდ ტურისთვის ემზადებიან. პოლიციამ ისინი ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა. აქცია ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციზე 9 ადამიანი დააკავა.

მოქალაქეები ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ რომ რუსი ტურისტების უმეტესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გემზე იმყოფებიან ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც.

მოქალაქეების თქმით, ისინი მანამ არ დაიშლებიან, სანამ ლაინერი ბათუმის პორტს არ დატოვებს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....