მთავარისიახლეებიმსოფლიოკრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა შორის 45 წლის დედა და 10 წლის...

კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლთა შორის 45 წლის დედა და 10 წლის შვილია

Published on

კრივოი როგზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის სედეგად დაღუპულთა დაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის 54 წლის დედა და 10 წლის შვილიცაა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი ავრცელებს. 

დაზარალებულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. არსებობს ეჭვი, რომ ათამდე ადამიანი ნანგრვებქვეშაა მოყოლილი, მათგან რამდენია ცოცხალი, ჯერ დაზუსტებული არ არის. 

სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის დროს უკვე დანგრეული კორპუსის კიდფევ ერთი ფასადი ჩამოინგრა, საბედნიეროდ, მაშველებმა მოასწრეს, დროულად გასცლოდნენ ადგილს – არავინ დაზიანებულა. 

კრივოი როგზე სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა ღამის საათებში მიიტანეს. ორი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. 

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, რუსმა ოკუპანტებმა ბალისტიკური იარაღი გამოიყენეს, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება დაზუსტებული, როცა ადგილზე ნაპოვნ რაკეტების ნარჩენებს სპეციალისტები შეისწავლიან. 

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...