მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული საკრუიზო ხომალდი Astoria Grande იძულებული გახდა, ბათუმის პორტი დაეტოვებინა

რუსული საკრუიზო ხომალდი Astoria Grande იძულებული გახდა, ბათუმის პორტი დაეტოვებინა

Published on

საკრუიზო ხომალდი “ასტორია გრანდე”, რომელზეც 800 ტურისტი, მათ შორის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა, ბათუმის პორტში ჩასვლის შემდეგ, საპროტესტოაქციის მონაწილეების სამიზნე გახდა. 

“აქ თქვენ სიხარულით არ გელოდებიან!”, “რუსეთი ოკუპანტია” – ეწერა პლაკატებზე, რითაც აქციის მონაწილეები ლაინერს დახვდნენ, გემბანიდან და კაიუტებიდან კი რუსეთის მოქალაქეები აქციის მონაწილეებს მუშტებს უღერებედნენ და აგინებდნენ. 

აქციის მონაწილეებისგან ისმოდა შეძახილი “პუტინ *უილო!”, ხოლო მოგვიანებით ლაინერის მგზავრების გასაგონად უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები ჩართეს. 

საბოლოოდ, რუსი ტურისტებით სავსე რუსული საკრუიზო ხომალდი, საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების თანხლებით, საქართველოსა და უკრაინის დროშების ფრიალის ფონზე, იძულებული გახდა, ბათუმიდან გასულიყო და რუსული სამხედრო ხომალდის ცნობილი მარშრუტის გზას დადგომოდა.

საპროტერსტო აქციისა და ბათუმის პორტიდან საკრუიზო ხომალდის გასვლის ამსახველი ვიდეოების ნახვა შესაძლებელია “ოდიშის” ტელეგრამ არხზე. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....