მთავარისიახლეებიუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო

Published on

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 18 ივლისამდე, საქართველოს მოქალაქეობა ჯამში რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო. მათგან 3 071 საქართველოს ყოფილი მოქალაქეა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ სადეპუტატო კითხვის პასუხში ვკითხულობთ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიხედვითვე, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიანიჭა. მათგან 2 530 წარმოშობით საქართველოდანაა, 23 – საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 – წარმატებული პირია სპორტის, მეცნიერების ან ხელოვნების სფეროში და საქართველოს სახელით მოღვაწეობა სურს.

ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით – 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა.

სადეპუტატო კითხვით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ენმ-ის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა მიმართა

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...