მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავრობამ კარგად იცის რა არის პრობლემა EU-ს გზაზე - ფრიდი

მთავრობამ კარგად იცის რა არის პრობლემა EU-ს გზაზე – ფრიდი

Published on

ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ყველა უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა რუსეთის მიმართა, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა მთავრობა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება.

გამოცემა წერს, რომ ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, მოლდოვა ახლა სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან დაახლოების გზაზე, რომლებიც თბილისისგან იქნებოდა მოსალოდნელი, თუმცა საქართველოს მთავრობა განსხვავებულ არჩევანს აკეთებს.

“მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველანაირი უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. არასდროს მითქვამს, რომ საქართველო უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. მე მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს – რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. საქართველო კი ისე გამოიყურება, თითქოს ამის საპირისპიროს აკეთებს და რუსეთთან კავშირებს ზრდის. ამას მოლდოვა ნამდვილად არ აკეთებს”, – განმარტავს ფრიდი.

დენიელ ფრიდის აზრით, “ქართულმა ოცნებამ” კარგად იცის, რომ ევროკავშირის წევრობის გზაზე მას ხელს საკუთარი ქმედებები უშლის და არა დასავლელი მეგობრების უსამართლო დამოკიდებულება.

“საქმე ისაა, რომ მე არ მესმის, რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს დიდი ხნის მეგობრებისგან”, – ამბობს ფრიდი “ამერიკის ხმასთან”.

ის განმარტავს, რომ ამერიკელებს არ ადარდებთ საქართველოში ან მოლდოვაში პოლიტიკური ძალების შემადგენლობა, რაც ვაშინგტონს აღელვებს, ეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებია.

“ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან „დსთ“- ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად. იმისთვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ავტორიტარული დღის წესრიგი და მიემხრონ მოსკოვს უმთავრეს სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე”, – განმარტავს ფრიდი.

ამერიკელი მკვლევარი დასძენს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან განცხადებები, რომ ევროპა მოლდოვას მეტი გაგებით ეკიდება, არადამაჯერებელია.

“საქართველოს მთავრობის ახსნა არ გამოდგება. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მისი პრობლემა ევროკავშირის გზაზე. ეს მისი საკუთარი მოქმედებებია. დიახ, მოლდოვას გეოგრაფიაც უწყობს ხელს უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს. მაგრამ საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს არჩევანი, სივრცე მანევრირებისთვის და ის შედარებით ცუდ არჩევანს აკეთებს. ვიმედოვნებ უკეთეს არჩევანს გააკეთებენ”, – ამბობს ფრიდი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...