მთავარისიახლეებისაზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, საქართველოს გაუმართლა, რომ ისტორიის ამ ეტაპზე "ოცნებაა"...

საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, საქართველოს გაუმართლა, რომ ისტორიის ამ ეტაპზე “ოცნებაა” ხელისუფლებაში – პაპუაშვილი

Published on

ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები დღეს უყურებენ არა ქართველ ხალხს, ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს და მოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების ინტერესებით.

ამიტომ 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს, იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ “ქართულ ოცნებასა” და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო საერთოდ არ არის არანაირი ღირებულება. მათ სულ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში, აჩვენეს ეს ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, თავიდანვე აჩვენეს. გახსოვთ რას მოითხოვა ოპოზიცია, მოითხოვდა საქართველოს სამხედროები გაგვეგზავნა ომში მოხალისეების სახით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის, შემდეგ უარყოფდა, იმიტომ რომ ყველა ხვდებოდა, ეს ყველა ნაბიჯი იყო ნაბიჯი ომში ჩართვისკენ.

ასე რომ, საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში და “ქართულმა ოცნებამ” არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი”.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....